სავალუტო და საფონდო ბაზარი
გამოთვლის ტიპები და საკომისიო სტრუქტურა
პროგრამებისთვის
ტიპის ვაჭრობა
ტიპის ვაჭრობა
*ალგო ანგარიშის გასახსნელად, გთხოვთ მიმართოთ მენეჯერს
*პროფესიონალური ანგარიშის საკომისიო სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს მარკაპით კომისიების ნაცვდლად
ქვეყანა | ბირჟა | მინიმალური დეპოზიტი | კომისია |
---|---|---|---|
USA | NASDAQ | 1000,00 აშშ დოლარი | 5 ცენტი ერთ აქციაზე |
USA | NYSE | 1000,00 აშშ დოლარი | 5 ცენტი ერთ აქციაზე |
USA | AMEX | 1000,00 აშშ დოლარი | 5 ცენტი ერთ აქციაზე |
UK | LSE | 2000,00 აშშ დოლარი | 0.2% მოცულობიდან |
ფორექსის შესახებ
თანამედროვე გლობალური ეკონომიკური სისტემა სხვადასხვა ფინანსური ბაზრის საშუალებით ფუნქციონირებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება, როგორც საფონდო, სასაქონლო, ფიუჩერსების და სხვა ბაზრები, ასევე ფორექსის (FOREX - Foreign Exchange Market), სავალუტო, ბაზარი.
საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა, საშუალებას გაძლევთ კონვერსიული ოპერაციების გამოყენებით, დაადგინოთ არამარტო სხვადასხვა ვალუტის საბაზრო კურსი, არამედ მიიღოთ სპეკულაციური მოგება მარჟინალური პირობების გათვალისწინებით. ასეთი ვაჭრობის დროს, არ ხორციელდება კონტრაგენტისთვის ვალუტის რეალური მიწოდება და ტრეიდერი თავის მოგებას ფასთა შორის სხვაობაში იღებს.
ფორექსის 5 უპირატესობა:
ვაჭრობიდან მოგების მიღების შესაძლებლობა - ფორექსის მთავარი უპირატესობაა, რაც ტრეიდერებში და ინვესტორებში დიდ ინტერესს იწვევს.
გარიგებები არასაბირჟო ბაზარზე ხორციელდება. ფორექსის ბაზარი ფიზიკურად მიბმული არ არის ერთ რომელიმე ადგილზე, ამიტომ სავაჭრო ოპერაციების განხორციელება დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. მთავარია ჩამოტვირთოთ სავაჭრო ტერმინალი და გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. ვაჭრობა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ხუთი სამუშაო დღის მანძილზე, რაც ფორექსის კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს.
სავაჭრო სესიების ციკლი. ბაზრის მონაწილეებს საშუალება აქვთ აირჩიონ ვაჭრობისთვის საუკეთესო პერიოდი. გარიგებების დადება რიგრიგობით მიმდინარეობს მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებში, შემდეგი თანმიმდევრობით: ტოკიო და სინგაპური (აზიური სესია), შემდეგ მუშაობას ლონდონი (ევროპული სესია) იწყებს და სავაჭრო დღეს ნიუ-იორკი (ამერიკის სესია) ამთავრებს.
საფონდო ბაზარი | Stock Market
საფონდო ბაზარი (stock market) - ეს არის მსოფლიო მასშტაბის ფინანსურ-ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ფასიანი ქაღალდების ბრუნვის რეგულირება ყიდვა-გაყიდვის ან გაცვლის გზით. საფონდო ბაზარზე აქციების გარდა ივაჭრება ობლიგაციები და ვექსელები (თამასუქი).
პირველი საფონდო ბირჟა 1611 წელს ამსტერდამში ამუშავდა, ხოლო თანამედროვე სახით ამ ბაზარმა სტარტი 1792 წელს ნიუ-იორკში აიღო. საფონდო ბაზრის მეორე, უფრო გაშლილი სახის განმარტება, შემდეგნაირად ჟღერს: საფონდო ბაზარი, ეს არის საერთო კაპიტალიზაციის მქონე სეგმენტი, რომელიც აქციებით ვაჭრობის საშუალებას იძლევა, როგორც ბირჟაზე, ასევე არასაბირჟო ფორმატში. საფინანსო-საკრედიტო ბაზართან ერთად, ეს ბაზარი კაპიტალის შთამბეჭდავი სექტორია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ფორმირებას ახდენს. დღესდღეობით ფორექსის სავალუტო ბაზარი ტრეიდერებს სავაჭროდ და დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, საფონდო აქტივების ფართო სპექტრს სთავაზობს. მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსის სავაჭრო პლატფორმა MetaTrader 5, საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველ აქციაზე განახორციელოთ გარიგებები და მიიღოთ მოგება ფასთა შორის სხვაობიდან.