სავალუტო და საფონდო ბაზარი
აგრეგაციის ლიკვიდურობა და ორდერის დამუშავება
სავალუტო და საფონდო ბაზარი
აგრეგაციის ლიკვიდურობა და ორდერის დამუშავება
ისიამოვნე მთელი მსოფლიოს ფინანსებზე წვდომით. გამოიყენე პირადი და ერთადერთი საინვესტიციო ანგარიში, როგორც უნიკალური საშუალება, რათა მსოფლიო სავაჭრო ინსტრუმენტებით მიიღო დამატებითი ან ძირითადი შემოსავალი.
სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსის“ არსებობა გამჭვირვალობას ეფუძნება, ასევე, ბაზრის სიღრმეებსა და სრულ სანდოობას. ვაცნობიერებთ რა ვიწრო კონკურენტუნარიანი სპრედის აუცილებლობას, არასოდეს დაგვვიწყებია ის ფაქტი, რომ დაუყოვნებელი და საიმედო განხორციელების გარეშე ვიწრო სპრედები აზრს კარგავენ.
სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსის“ ლიკვიდურობის პროვაიდერები და პარტნიორი ბანკები, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, მაღალანაზღაურებადი ფინანსური ინსტიტუციები არიან.
მზად ხარ ვაჭრობისთვის?
სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი“ არ ატარებს რისკს ბაზარზე, რაც გამოიხატება ყველა ინსტიტუციური თუ პროფესიონალური სამომხმარებლო მოთხოვნის სისტემატური და მყისიერი გადამისამართებით უშუალოდ მათ საბანკო, არასაბანკო და ECN ლიკვიდური პროვაიდერების აღსასრულებლად.
სავაჭრო პლატფორმები
შეუბღალავი რეპუტაციის მქონე MetaTrader 5, წარმოადგენს უნივერსალურ სავაჭრო ტერმინალს, რომელიც აღჭურვილია ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, რაც კი ტრეიდერს მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობაში დაეხმარება. სს მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტის და ველსის სავაჭრო პლატფორმა MT5 მარტივი გამოსაყენებელია, რომელიც ნებისმიერი სტილით მოვაჭრე ტრეიდერს შეუძლია მოირგოს.
სავაჭრო პლატფორმა MT5 მილიონობით ტრეიდერის არჩევანია, რომლებიც სავალუტო და საფონდო ბაზრებზე მუშაობენ. ამ პლატფორმით შესაძლებელია გარიგებების განხორციელება, როგორც ფორექსზე, ასევე საფონდო და ფიუჩერსული ბაზრებზე. MT5 ტრეიდერს შესალებლობას აძლევს ჩაატაროს ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი, დააყენოს რობოტები და სავაჭრო სიგნალები, რაც გარიგებების დადებისას მათ ჩართულობას ამარტივებს.
წინამორბედისაგან განსხვავებით, MetaTrader 5 სავაჭრო სისტემა მოიცავს გაფართოებული ფასების ეგრეთ წოდებულ "ჭიქას" (ტიკური გრაფიკით და შესრულებული გარიგებების მითითებით), აწარმოებს ერთმანეთისაგან განცალკევებული ორდერებისა და გარიგებების აღრიცხვას, ყველა სახის სავაჭრო ორდერების განხორციელებისა და ინსტრუმენტების გამოყენების მხარდაჭერას.
ძირითადი შესაძლებლობები
პლატფორმა MT5 შექმნილია მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. ჩამოტვირთეთ MT5 და თქვენს განკარგულებაშია:
◦ ბაზრის ფასები ყველაზე დაბალი სპრედით (0,4 პუნქტიდან);
◦ 0,01 წმ შესრულების რეჟიმი;
◦ 5 საბაზრო და გადადებული ორდერი;
◦ 2 სტოპ ორდერი და ტრეილინგ სტოპი;
◦ 100 გრაფიკის გახსნის შესაძლებლობა;
◦ 21 ტაიმფრეიმი;
◦ 80 და მეტი ანალიტიკური ობიექტი და ტექნიკური ინდიკატორი.
ტრეიდერს შეუძლია ისარგებლოს MetaTrader 5-ის ისეთი სერვისებით, როგორიცაა ბიბლიოთეკა, ბაზრის და ფრილანსის მომსახურება, საიდანაც შესაძლებელია რთული ტექნიკური ინდიკატორების ყიდვა ან შეკვეთა.
ალგორითმული ვაჭრობა MT5 საშუალებით
პლატფორმის დახმარებით, კლიენტებს ნებისმიერი სავაჭრო იდეისა და სტრატეგიის რეალიზაციის შესაძლებლობა აქვთ. MetaTrader 5-ში არის გარემო იმისათვის, რომ არამარტო შექმნათ სავაჭრო რობოტი, არამედ გატესტოთ იგი ისტორიის ნებისმიერ ხელმისაწვდომ მონაკვეთზე. ასევე ხელმისაწვდომია პროგრამები ალგორითმული/ავტომატიზირებული სისტემების ოპტიმიზაციისთვის.
სავაჭრო სტრატეგიების ენა MQL5;
რედაქტორი - MetaEditor;
სტრატეგიის ტესტერი;
უფასო რობოტების ბიბლიოთეკა.