საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თებერვალი 24, 2022

ტექნიკური ანალიზი 24.02.22

GBP \ JPY \ W1 - ამ წყვილის დაღმასვლა მიმდინარეობს “დივერგენციის” ფარგლებში. წინა სცენარის მიხედვით დაღმასვლა დივერგენციის ფარგლებში დაიწყო 157,50 ნიშნულიდან. მიმდინარე ფასი შეადგენს 154,40. შუალედური შედეგი შეადგენს +300 პუნქტამდე. პირველ მიზნამდე ფასე ჯერ არ მისულა. მიზანი მდებარეობს 152,45 ნიშნულთან. სწორედ ამ ნიშნულზე ფორმირდება მუვინგების გადაკვეთა. ასე რომ 152,45 ნიშნულის გარღვევის შემთხვევაში წყვილისთვის გაიხსნება გზა 149,15 ნიშნულამდე. პერსპექტივაში კი 146,00 ნიშნულამდე.
17:15-ზე ინგლისის ბანკის თავმჯდომარე ენდრიუ ბეილი განცხადებას გააკეთებს და შესაძლოა პროგნოზირებული იყოს ვოლოტილობის გაგრძელება. ეს დაღმასვლის სცენარის რისკ ფაქტორია.