საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თებერვალი 15, 2022

ტექნიკური ანალიზი 14.02.2022

EUR \ USD \ D1 - როგორც ჩანს პარასკევის სცენარი ევროს დაღმასვლის შესახებ შესრულების პროცესშია. დაღმასვლა დაიწყო წინაღობის დონიდან 1,1450 ნიშნულიდან და ახლა შეადგენს 1,1315 ნიშნულს. მინიმუმი იყო დაფიქსირებული 1,1300 ნიშნულთან. შუალედური შედეგი შეადგენს +160 პუნქტს. გრაფიკულად ფასი იმყოფება აღმავალი ტრენდის ქვედა საზღვართან და თან ტესტავს ამ საზღვარს. საყურადღებოა მნიშვნელოვანი დონე 1,1340 ნიშნულზე. ამ ნიშნულისკენ აქვს გეზი სამივე მცოცავ საშუალოს, 21; 55 და 100-იანს. ასე რომ აღნიშნული დონის გარღვევა გამოიწვევს ძლიერ მოძრაობას დაღმასვლის მიმართულებით. მოსალოდნელი დაღმასვლის პირველი შეჩერება გათვალისწინებულია 1,1265 მხარდამჭერ ნიშნულთან. პერსპექტივაში კი მაღალი ალბათობით მოსალოდნელია 1,1175 ნიშნულთან მიღწევა.