საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მულტი საოჯახო ოფისი UGW.
სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი“ , რომელიც დაარსდა 2021 წელს, ამერიკული ფინანსური დაწესებულების თვითრეგულირებადი სტრუქტურის მქონე კომპანიაა. იგი წარმოადგენს შესაბამისი დასავლური სტანდარტების მქონე პირველ ორგანიზაციას საქართველოში. კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 2014 წლიდან იწყება, როდესაც რიგითმა ტრეიდერების ჯგუფმა, სახელწოდებით "Wealthy Traders Club", აქტივების სამართავად დაიწყო საკუთარი სავაჭრო სტრატეგიებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების შექმნა/შემუშავება, რომელიც ეტაპობრივად გარდაიქმნა სრულმასშტაბიან სავაჭრო და ანალიტიკურ ინსტიტუტად, რომელმაც ასევე დიდი როლი შეასრულა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის (საბროკერო/აქტივების მართვა) შემუშავებაში და მუდმივად ცდილობდა ამ უკანასკნელის დახვეწასა და საერთაშორისო სტანდარტებთან უფრო მეტად მიახლოებას. კომპანია სს „მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი“ არის პრეცენდენტი ქართულ ბაზარზე, სადაც გამოცდილმა და ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა, მაღალი რეპუტაციის მქონე ველსის გუნდმა და ქართულ ბაზარზე არსებულმა საუკეთესო უნვერსიტეტმა (საქართველოს უნვერსიტეტი) დააფუძნეს ერთობლივი კომპანია, რომლის მიზანია მაღალი სტანდარტების შესაბამისად მხარი დაუჭიროს თავის პარტნიორებს და ინვესტორებს ფინანსურ ბაზარზე ოპერაციების განსახორციელებლად. აგრეთვე აღსანიშნავია ის, რომ ველსის და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებმა ერთობლივი ძალებით მიზნად დაისახეს საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება, იმისთვის, რომ მათი აქტივობა თუნდაც ფორექსის პლატფორმაზე, ან საფონდო ბაზარზე გახდეს პროფესიონალური და მაღალ შემოსავლიანი.
ჩვენ არ ვართ ბროკერი - ჩვენ ერთად ვართ მულტი საოჯახო ოფისი - და ვართ ერთად წარმატებისთვის! Მულტი საოჯახო ოფისი UGW, რომელსაც სათანადო გარე სერვისები ემსახურება, თქვენს საჭიროებებზეა ორიენტირებული და მასთან ერთად, უნივერსალური მანერით ხელმძღვანელობს. ეს მეთოდი გამორიცხავს ინტერესთა შესაძლო კონფლიქტს, ზრდის ეფექტურობას და ამცირებს რეგულაციურ რისკებს. Მულტი საოჯახო ოფისი UGW სანდო მრჩეველია, რომელიც სტრუქტურულად სრულიად გამიჯნულია ნებისმიერი საბანკო, იურიდიული თუ აუდიტორული დაწესებულებისგან. ჩვენ გთავაზობთ მრავალმხრივ კონსულტაციას, ასევე ღია, მიუკერძოებელ, ყოველგვარი პროდუქციული პასუხისმგებლობისგან თავისუფალ საოჯახო ოფისს. Მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი ველსი ქონების განკარგვის შესახებ კონსულტაციათა კერძო კომპანიაა, რომელიც საოჯახო, საცალო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. იგი ტრადიციულად უზრუნველყოფს ინვესტიციებს, აქტივების განკარგვას, ბიზნესის მემკვიდრეობის დაგეგმვას და მმართველობას. გუნდის მიზანი ქონების შენარჩუნება, განვითარება და თაობიდან თაობამდე გადაცემაა. ჩვენ გაგცემთ პასუხებს და დავეხმარებით თქვენ და თქვენს ოჯახს აქტივების შესაბამისი განაწილების განსაზღვრაში, ინვესტიციის სტრატეგიების განსაზღვრაში და მიუკერძოებელი საინვესტიციო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ თქვენი აქტივების მომგებიანად მართვაში. ჩვენ ჩართული ვართ ბანკების, ფასიანი ქაღალდების და აქტივების მმართველთა დიდ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფირმა არ ფუნქციონირებს, როგორც აქტივების მმართველი, იგი იკვლევს, ამზადებს ანგარიშებს, გასცემს კონსულტაციებს და აორგანიზებს ბენეფიციართა სიმდიდრეს.
დღეისათვის მულტისაოჯახო ოფისი UGW უზრუნველყოფს ონლაინ ვაჭრობის ხელმისაწვდომობას 50-ზე მეტ ბაზარზე მსოფლიოს გარშემო. ჩვენს ბენეფიციარ მესაკუთრეს შეუძლია, ინვესტირება განახორციელოს 80 000-ზე მეტ ინსტრუმენტში, მათ შორის - აქციები, ფიუჩერსები, ნედლეული, ინდექსები, ასევე ობლიგაციები და სავალუტო წყვილები უსწრაფესი და ღრმა ლიკვიდურობით. ჩვენი სტრუქტურა შექმნილია ინვესტორებისა და ტრეიდერების უახლესი და ცვლადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ვცდილობთ, აღმოვფხვრათ ყოველდღიური ვაჭრობისას წარმოქმნილი ყველაზე მეტად გავრცელებული მოუხერხებელი გარემოებები. ,,პორტფელის სტრუქტურირება’’ და ანგარიშგება ჩვენი ორი შეთავაზებაა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, როგორც თქვენს მინდობილ პირებს, თქვენი ქონების/კაპიტალის სწორად განკარგვისა და დაგეგმარების უპირობო შესაძლებლობა გვეძლევა. იმის მიუხედავად, აქვს თუ არა პორტფოლიო ინდივიდს, მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი დაგეხმარებათ რისკის პროფილისა და ინვესტიციის სტრატეგიის განსაზღვრაში, აქტივების სტრატეგიულად განაწილებაში, მენეჯერის არჩევასა და ინვესტიციების საწყისი ეტაპიდანვე მათ მუდმივ მონიტორინგში. მულტი საოჯახო ოფისის აქტივების გამჭვირვალე, ზუსტი და ეფექტური აღრიცხვა და ანგარიშგება კაპიტალის ეფექტურად მართვის ყველაზე კრიტიკული ასპექტებია. სიმდიდრის მარტივი, პერიოდული რეზიუმე რომ მოგაწოდოთ, ჩვენ ვიყენებთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტებს აქტივების გამჭვირვალე და დეტალური კონსოლიდირებული ანგარიშების შესაქმნელად. ჩვენ რეგულარულად ვადევნებთ თვალყურს და ვაფასებთ პორტფელის მიმდინარე მდგომარეობას. ჩვენი ბუღალტრული აღრიცხვის ეფექტური სისტემები კი უზრუნველყოფს პროდუქტის ადეკვატურად შეფასებას და პორტფელის ინვესტიციის სახელმძღვანელო მითითებების დაცვას.