საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტექნიკური ანალიზი 04.03.2022

AUD \ USD \ D1 - ავსტრალიურმა დოლარმა განავითარა აღმასვლა კოვნერგენციის ფარგლებში. მიმდინარე შედეგი შეადგენს +280 პუნქტამდე. მიმდინარე ფასი შეადგენს 0,7368 ნიშნულს. წყვილის აღმასლას ხელი შეუწყო ნავთობის გაძვირებამაც. ტექნიკური ანალიზის სურათი გვიჩვენებს, რომ აღმასვლის წინაღობა იმყოფება 0,7445 ნიშნულთან. ლოკალური წინაღობა მდებარეობს 0,7400 ნიშნულთან. მხარდაჭერის ზონა იმყოფება 0,7320 და 0,7280 ნიშნულებთან. დიდი ალბათობით, შემოტრიალება მხარდაჭერის ზონიდან განვითარდება 0,7445 ნიშნულამდე თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორს.

მარტი 04, 2022

ტექნიკური ანალიზი 03.03.2022

USD \ CHF \ W1 - წყვილი იმყოფება დაღმავალ მოძრაობაში. მიმდინარე ფასი შეადგენს 0,9196 ნიშნულს. მინიმუმი იყო 0,9150 ნიშნულზე. სამუშაო დიაპაზონია 0,9320 და 0,9040 ნიშნულებს შორის. ფაქტობრივად მიმდინარე ფასი იმყოფება შუა ფლეტში. შესაბამისად, სავაჭრო წერტილები იმყოფება აღნიშნული დიაპაზონის საზღვრებზე. წინაღობის დონეა 0,9320. მხარდაჭერა კი 0,9040 ნიშნულთან.

მარტი 04, 2022

ტექნიკური ანალიზი 02.03.22

GBP \ USD \ W1 - ფუნტი პროგნოზის ფარგლებში გაუფასურდა. შუალედური შედეგი შეადგენს +355 პუნქტს. დაღმასვლა იყო გათვალისწინებული წინაღობის დონიდან 1,3625 ნიშნულიდან 1,3160 ნიშნულამდე. მინიმუმი იყო დაფიქსირებული 1,3272 ნიშნულზე. მიმდინარე ფასი შეადგენს 1,3296. მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია 1,3160 ნიშნულამდე მისვლა. შემდგომ გააქტიურდება კორექციული აღმასვლა კონვერგენციის ფარგლებში 150-250 პუნქტამდე. თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორს ზემოთ აღწერილი სცენარის შესრულებას აქვს მაღალი ალბათობა.

მარტი 02, 2022

ტექნიკური ანალიზი 01.03.22

EUR \ AUD \ W1 - ავსტრალიური დოლარის გამყარების ფონზე წყვილმა განიცადა დაღმასვლა. მიმდინარე ფასი შეადგენს 1,5406 ნიშნულს. წინა პროგნოზის დაღმასვლის მიმართულებამ შეადგინა +840 პუნქტი. დაღმასვლას ჯერ ისევ აქვს პოტენციალი. მხარდაჭერის ზონა 1,5330 და 1,5230 ნიშნულებს შორისაა. სწორედ მხარდამჭერ ზონაში გააქტიურდება კორექციული აღმასვლის მოვლენა “ კონვერგენცია “. დიდი ალბათობით, მოსალოდნელი კონვერგენციის მიზანია 1,5620 და 1,5825 ნიშნულები.

 

მარტი 01, 2022

ტექნიკური ანალიზი 28.02.22

EUR \ USD \ W1 - წყვილის დაღმასვლის შედეგად ფასი აღმოჩნდა 1,1106 ნიშნულთან. დაღმასვლა წინა პროგნოზის ფარგლებში განვითარდა 1,1366 ნიშნულიდან. მაგრამ სცენარის შესრულება აჩქარდა პოლიტიკური ვითარების გამო უკრაინაში. დაღმასვლის შედეგი პროგნოზის ფარგლებში შეადგენს +290 პუნქტამდე. ამჟამად შეიქმნა კორექციის ფაქტორები. კორექციული აღმასვლა მოსალოდნელია 1,1265 და 1,1340 ნიშნულამდე. აღნიშნული დონეები წარმოადგენენ წინაღობის დონეს. აქტუალური მხარდამჭერი დონე 1,1110 (+/- 30) ნიშნულზეა. სანამ გადაიკვეთება 55-იანი და 100-იანი მცოცავები წყვილს, დიდი ალბათობით, კორექციული აღმასვლის შანსო აქვს.

თებერვალი 28, 2022