საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტექნიკური ანალიზი 11.03.22

USD \ CAD \ D1 - წყვილის ფასი შემცირდა პროგნოზში მითითებული წინაღობის დონიდან. კერძოდ, 1,2900 ნიშნულიდან. მიმდინარე ფასი შეადგენს 1,2771 ნიშნულს. შუალედური შედეგი დაღმასვლისა შეადგენს +150 პუნქტს. დიდი ალბათობით, დაღმასვლა გაგრძელდება, პირველრიგში, მხარდამჭერ დონემდე, 1,2670 ნიშნულთან. მეორე მხარდამჭერი დონეა 1,2600 ნიშნული. დაღმასვლას ხელს უწყობს კანადური დოლარის გამყარება გაძვირებული ნავთობის ფონზე. ნავთობს კი აძვირებს ამერიკის მიერ დადებული ემბარგო რუსულ ნავთობზე, რაც ქმნის დეფიციტს ნავთობის ბაზარზე. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ძვირდება ნავთობი. რაც უფრო გაგრძელდება საომარო მოქმედებები მით უფრო იქნება მაღალი ალბათობა ნავთობის გაძვირების. შესაბამისად, აშშ დოლარი კანადურ დოლართან მიმართებაში, დიდი ალბათობით, მიაღწევს 1,2600 ნიშნულს საშუალო ვადიან პერსპექტივაში. აქტუალური წინაღობის დონე 1,2800 ნიშნულზეა.

მარტი 11, 2022

ტექნიკური ანალიზი 10.02.22

GBP \ JPY \ D1 - დღიან ტაიმფრეიმზე წყვილი იმყოფება აღმავლობაში. მიმდინარე ფასი შეადგენს 152,70 ნიშნულს. მათემატიკური ანალიზის მიხედვით წყვილის შეთავაზება გადაჭარბებულია, მაგრამ დაღმასვლის საშუალება ჯერ არ არის ამოწურული. მხარდაჭერა იმყოფება 150,70 ნიშნულთან. გარკვეული დაღმასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით, აღმასვლა გაგრძელდება. ლოკალური მხარდაჭერის დონე იმყოფება 152,45 ნიშნულთან. თუ აღმასვლა დაიწყება 152,45 -დან, მაშინ, დიდი ალბათობით, წყვილის ფასი მიაღწევს 154,45 ნიშნულს.

მარტი 10, 2022

ტექნიკური ანალიზი 08.03.22

GBP \ USD \ W1 - წყვილი განაგრძობს დაღმასვლას. ბოლო პროგნოზიდან ფუნტმა იმოძრავა +185 პუნქტი ქვემოთ. მიმდინარე ფასი შეადგენს 1,3110 ნიშნულს. მინიმუმი იყო 1,3081 ნიშნულზე. დიდი ალბათობით, დაღმასვლა გაგრძელდება. სამიზნეა 1,2920 ნიშნული. ახალი წინაღობის დონეა 1,1360 ნიშნული, რომელიც აქამდე მხარდაჭერის დონედ ითვლებოდა. მუვინგები, რომლებიც იმყოფებიან 1,3400 ნიშნულთან ემზადებიან გადაკვეთისთვის. ეს იქნება დამატებითი ფაქტორი დაღმასვლისა. საუბარია 21-იან და 100-იან მცოცავებზე. დიდი მუვინგის გადაკვეთა გამოიწვევს დიდ მოძრაობას. მაგრამ მანამდე საჭიროა ფასის დასტაბილურება კორექციული აღმასვლის ფარგლებში. წყვილის მიმდინარე ფასი შევიდა კონვერგენციის ზონაში. მოსალოდნელია კორექციული აღმასვლა. ხოლო გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია დაღმასვლა. პროგნოზის ალბათობა მაღალია.
წინა სცენარის შედეგია +555 პუნქტი. ხოლო 2 მარტის პროგნოზის შუალედური შედეგი +185 პუნქტს შეადენს.

მარტი 09, 2022

ტექნიკური ანალიზი 09.03.22

NZD \ USD \ H4 - წყვილი იმყოფება აღმავალ პროცესში. მიმდინარე ფასი შეადგენს 0,6838 ნიშნულს. ამ ფასს ემთხვევა 21-იანი მუვინგი. ინდიკატორების მიხედვით წყვილის შეთავაზება გადაჭარბებულია. ანუ აქტუალურია აღმასვლა. ლოკალური წინაღობის დონე 0,6845 ნიშნულია. სტრატეგიული დონე კი 0,6885 ნიშნულზეა. აქტუალური მხარდამჭერის დონე 0,6800 ნიშნულთან იმყოფება. ახლო მომავალში წყვილის მოძრაობა განსაზღვრულია ზემოთ აღნიშნულ დონეებს შორის.

მარტი 09, 2022

ტექნიკური ანალიზი 07.03.22

EUR \ USD \ W1 - დაღმასვლის პროცესში ევრომ მიაღწია მინიმუმს 1,0821 ნიშნულთან. მიმდინარე ფასი შეადგენს 1,0885 ნიშნულს. კვირიან გრაფიკზე აღინიშნება კონვერგენცია. კონვერგენციის გააქტიურების წერტილია მხარდამჭერი 1,0800 ნიშნული. მოსალოდნელი აღმასვლის მიზანია 1,0980 და 1,1110 ნიშნულები.
ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური ამბები. კერძოდ, ომი უკრაინაში. ეს ფაქტორი ქმნის შეფერხებას ევროს გამყარების გზაზე. ასევე ამერიკის ზრდადი დასაქმების მაჩვენებელი ხელს უწყობს აშშ დოლარის გამყარებას. ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით კონვერგენციის ფარგლებში მოსალოდნელია კორექციული აღმასვლა დაღმავალ ტრენდულ არხში.
10 და 11 მარტს გაიმართება ევროსამიტი. სავარაუდოდ, განიხილება პოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში და ეკონომიკური სიტუაცია ევროპაში. დიდი ალბათობით, სამიტი ხელს შეუწყობს ევროს დროებით გამყარებას თუ პროგნოზები არ იქნება პესიმისტური.

მარტი 07, 2022