2. ისტორიული გადაწყვეტილება - კოვიდ-მედიკამენტს ოფიციალური ავტორიზაცია ენიჭება
3. აქციების უკუშესყიდვები მოდაში ბრუნდება
4. ფულის მასობრივი შედინება გლობალურ ETF-ებში
აშშ-ს საფონდო ბირჟების აღმასვლა გრძელდება
აშშ-ს საფონდო ბაზარი უკვე მეორე დღეა, რაც აღმასვლას აგრძელებს, რაშიც მას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმედისმომცემი სიახლეებიც ეხმარება. აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კოვიდ-მედიკამენტის აბები სამკურნალოდ ოფიციალურად დაამტკიცა (იხ. ქვემოთ). გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ ,,ომიკრონის’’ შტამით დაავადებულ პაციენტთა შორის ჰოსპიტალიზაციის რისკი ნაკლებია, ვიდრე სხვა ვარიანტების შემთხვევაში.
ამ ცნობებმა Pfizer-ის (PFE) აქციები 1,09%-ით გააძვირა. Merck (MRK), რომელიც ჯანდაცვის უწყების მხრიდან თავისი წამლის დამტკიცებას უახლოეს ხანებში ელოდება, ასევე გიზარდა. S&P 500-ის ინდექსზე დღის ყველაზე მომგებიან აქციებს შორის საკრუიზო ხაზები მოხვდნენ, სათავეში კი მას ილონ მასკის Tesla (TSLA) ჩაუდგა, ვინაიდან პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ კომპანიის აქციების 10%-ის მასობრივი გაყიდვის, ე.წ. სელ-ოფის პროცესი, საბოლოოდ დასრულდა.
სესია არც ისე წარმატებული გამოდგა Oracle-ისთვის (ORCL), ვინაიდან ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ეჭვი გამოთქვა ,,ღრუბლოვანი ტექნოლოგიის’’ კომპანიის მიერ $28 მლრდ-ის გადახდის შესაძლებლობებზე, რომელიც მას იმავე სექტორის წარმომადგენლის, Cerner-ის (CERN) შესაძენად სჭირდება. CarMax-ისა (KMX) and Cintas-ის (CTAS) აქციები არადამაკმაყოფილებელი კვარტლური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ასევე დაეცა.
ნავთობის ფიუჩერსები დეკემბრის თვის მაქსიმუმადე გაიზარდა, რამაც ენერგეტიკული სექტორის აქციათა ზრდას ხელი შეუწყო. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 1,46%-მდე იკლო, Bitcoin-სა და სხვა მსხვილ ციფრულ ვალუტებს კი კურსი არ უცვლიათ.
ისტორიული გადაწყვეტილება - კოვიდ-მედიკამენტს ოფიციალური ავტორიზაცია ენიჭება
აშშ-ს ჯანდაცვის უწყებამ Сovid-19-ის ორალური თერაპიის კურსი ოფიციალურად დაამტკიცა: ამიერიდან Pfizer-ის პაქსლოვიდის აბების მიღება მსუბუქი ან საშუალო ფორმის დაავადების მქონე პაციენტებს (12 წელს ზემოთ) შეუძლიათ, რომლებიც 88 ფუნტზე (≈40 კგ) მეტს იწონიან და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. პაქსლოვიდით მკურნალობის დაწყება დიაგნოზის დასმიდან 5 დღის ფარგლებშია რეკომენდირებული, რის შემდეგაც პაციენტმა 5 დღის მანძილზე ყოველდღიურად 2 აბი უნდა დალიოს.
დოქ. პატრიცია კავაზონი, აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მედიკამენტების კვლევა-ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ამ გადაწყვეტილებას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ,,საეტაპოდ’’ აფასებს. ,,ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინსტრუმენტია იმ ფონზე, რომ ახალი ვარიანტები, მათ შორის, ,,ომიკრონი’’, ფეხს იკიდებენ’’, - ამბობს იგი.
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას, თქმით, პაქსლოვიდით სახლის პირობებში მკურნალობის დაშვება Сovid-19-ის მიმართ მიდგომას შეცვლის და, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სისტემისა და ჰოსპიტალების გადატვირთულობის პრობლემას შეამსუბუქებს. კომპანია აცხადებს, რომ მედიკამენტის მიწოდების დასაწყებად მზადაა. ამასთან, მან აშშ-ს მთავრობასთან ნოემბერში $5,3 მლრდ-ად ღირებული შეთანხმება გააფორმა, რომელიც 2022 წლისთვის 10 მლნ-მდე თერაპიის კურსს ითვალისწინებს.
FDA ასევე იტყობინება, რომ ცოტა ხანში ოფიციალური ნებართვით Merck-ის კოვიდ-მედიკამენტიც ისარგებლებს.
აქციების უკუშესყიდვები მოდაში ბრუნდება
S&P 500-ის კომპანიებმა მე-3 კვარტალში $234 მლრდ-ის მოცულობის უკუშესყიდვის (buyback) ოპერაციები განახორციელეს, რითაც 2018 წლის მე-4 კვარტლის რეკორდი ($223 მლრდ) გაუმჯობესდა. S&P Dow Jones Indices-ის პროექტის ანალიტიკოსებს თუ ვერწმუნებით, მიმდინარე ფისკალურ მონაკვეთში კიდევ უფრო მეტი უკუშესყიდვები იქნება - სავარაუდო რიცხვი კი $236 მლრდ-მდე ადის.
თავიანთივე აქციების კვლავ შეძენით განსაკუთრებით Microsoft, Hertz და Dell იყვნენ დაკავებულნი. Microsoft-მა სექტემბერში განაცხადა კიდეც, რომ აღმასრულებელმა ბორდმა უკუშესყიდვის $60-მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა. მანქანების იჯარის კომპანია Hertz Global Holdings-მa ცოტა ხნის წინ ხაზი გაუსვა, რომ $2 მლრდ-ის საკუთარ აქციებს იყიდდა, Dell Technologies-ის შემთხვევაში კი ფსონი $5 მლრდ-ით განისაზღვრებოდა.
ეს გეგმები იმ ,,შემობრუნების წერტილზე’’ მიუთითებს, რომელმაც საფუძველი პანდემიისდროინდელი მინიმუმებიდან აღმასვლას უნდა ჩაუყაროს. S&P 500-ის ფირმების უკუშესყიდვათა მოცულობა 2020 წლის 1-ლ კვარტალში ჯერ $199 მლრდ-ს უტოლდებოდა, მე-2-ში კი - ოდენ $89 მლრდ-ს, ვინაიდან ეკონომიკური რეცესიისგან მიყენებულმა დარტყმამ კომპანიებს ფულადი სახსრების დაკონსერვებისკენ უბიძგა. ამის შემდეგ მათი მაჩვენებელი ნელა, თუმცა მაინც იზრდებოდა, ამა წლის მე-2 კვარტალში კი კვლავ $199 მლრდ-ს გაუთანაბრდა.
$1 ტრლნ
Morningstar-ის მიხედვით, წელს ბირჟებზე ნავაჭრ ფონდებში (ETF) გლობალური კაპიტალის შედინებამ $1-ტრილიონიან ნიშნულს გადააბიჯა. ETF ფასიანი ქაღალდების ისეთი სახეობაა, რომლის კატეგორიზაცია ინდექსით, სექტორით, პროდუქტით ან სხვა აქტივით შეიძლება, თუმცა საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი კომპანიის აქციის მსგავსად იყიდება. მაგალითად, შარშან ETF-ებში ჯამში $735 მლრდ-ის ინვესტიცია განხორციელდა. მათი გლობალური აქტივების ღირებულება ამჟამად $9,5 ტრლნ-ს აღწევს, რაც 2018 წლის ბოლოს არსებული მაჩვენებლის გაორმაგებაზე მიუთითებს.
ახალი თანხების უმეტესი ნაწილი შედარებით იაფ ფონდებში ,,გადაეშვა’’, რომლებიც Vanguard-ის, BlackRock-ისა and State Street-ის ინდექსებზე არიან განთავსებულნი. აქტივების მართვით დაკავებული ეს 3 კომპანია, რომლებიც ბირჟაზე ნავაჭრი ფონდების სპონსორები არიან, ამერიკული ETF-ების აქტივთა 75%-ზე მეტს აკონტროლებენ.
აქტივების მენეჯერებმა წელს ასევე რეკორდული რაოდენობის ახალი ETF-ები დააფუძნეს, რამაც S&P 500 25%-ით გაზარდა. ამავე დროს, ფონდების გაუქმების მაჩვენებელი 8-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.
3. კომპანიათა СEO-ები თანამშრომლებთან შედარებით იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ოდესმე - Lensa-ს კვლევა
4. სამხატვრო გალერეების აუქციონთა რეკორდი
აშშ-ს საფონდო ბაზარი პოზიციებს იბრუნებს
აშშ-ს საფონდო ბაზარმა სამდღიანი ჩავარდნის შემდეგ ,,მწვანე ზონაში’’ გადაინაცვლა, ვინაიდან ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეპიდსიტუაციის გასაკონტროლებლად ახალ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ლოქდაუნსა და მსგავს შემზღუდველ ზომებს არ ითვალისწინებს.
Dow-ზე წარმოდგენილი კომპანიებიდან ოთხის გარდა ყველამ მოიმატა, ვინაიდან ინვესტორები ობლიგაციებიდან ისევ აქციებს დაუბრუნდნენ. შესაბამისად, 10-წლიანი სახაზინო ბონდების შემოსავლიანობის ზრდამაც არ დააყოვნა - მისი ნიშნული 6 საბაზისო ქულით ზემოთ ანაცვლების შემდეგ 1,48%-ს გაუყოლდა. ამით, პირველ რიგში, საფინანსო სექტორმა იხეირა - Visa (V) და American Express (AXP) სამ-სამი პროცენტით გაიზარდა. Nike-ის (NKE) აქციების ფასმა იმატა, რადგან სპორტული აღჭურვილობის კომპანიამ კვარტლურ ანგარიშში განაცხადა, რომ მიწოდების პრობლემები შემსუბუქდა (თუმცა, ჩინეთში მისი ნაწარმის გაყიდვები 20%-ით შემცირდა, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში კი მხოლოდ 6%-ით გაიზარდა). Boeing-ს (BA) მოგება UPS-ის ახალმა შეკვეთამ მოუტანა.
S&P 500-ის ყველაზე წარმატებულ აქციებს შორის საკრუიზო ხაზები და კაზინოები გამოირჩნენ. მათთან ერთად, ავიაკომპანიებისა და საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული სხვა ფირმების აქციებიც გაიზარდა. ნავთობის ფიუჩერსები გამყარდა და $71-იან ნიშნულს გადასცდა, რის გამოც ენერგეტიკული სექტორის კომპანიებმაც იხეირეს. რაც შეეხება ძირითად კრიპტოვალუტებს, მათგან უმეტესობის ფასებმა მოიმატა (Bitcoin - +3%).
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში 500 მლნ-მდე უფასო კოვიდ-ტესტის უზრუნველყოფას გეგმავს, რომლითაც მოქალაქეები სახლის პირობებში ისარგებლებენ. ახალი პროგრამის ფარგლებში ახალი სატესტო ადგილების დამატება და საავადმყოფოებისთვის უფრო მეტი დახმარების აღმოჩენაც იგეგმება, ვინაიდან ,,ომიკრონი’’ აშშ-ში ,,დელტას’’ შემდეგ დომინანტი შტამი ხდება.
გარემოს დაცვის სააგენტოს (Environmental Protection Agency) 2026 წლამდე ახალი მანქანებისთვის ემისიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღების შესახებ მოთხოვნა დაუკმაყოფილა. ამ ცვლილების მიღება თავის დროზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გააჭიანურა, რომელმაც ნახშირბადოვანი გამონაბოლქვის კონტროლზე უარი თქვა. ამან შესაძლოა ელექტრონული მანქანების ყოველდღიურობაში დამკვიდრების პროცესი დააჩქაროს.
ამავდროულად, ელექტრომობილთა მწარმოებლების აქციები დაეცა, ვინაიდან სენატორმა ჯო მანჩინმა ბაიდენის ინიციატივები კლიმატსა და სოციალურ ხარჯებთან დაკავშირებით უარყო. ისეთი სტარტაპების, როგორებიცაა Lordstown Motors, Faraday Future და Nikola, აქციები 7%-ზე მეტით შემცირდა, რადგან მანჩინი თითოეული მანქანის შეძენა-ტარებისთვის $12,500-იანი სტიმულის გამოყოფას ეწინააღმდეგება.
China Mobile შანხაის ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზების გზით $8 მლრდ-ის მოზიდვას გეგმავს. თუ ჩანაფიქრი განხორციელდა, წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი IPO შედგება. Сhina Mobile-ის ამ გადაწყვეტილებას წინ აშშ-ს საფონდო ბაზარზე დელისტინგი უძღოდა.
კომპანიათა СEO-ები თანამშრომლებთან შედარებით იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ოდესმე - Lensa-ს კვლევა
СEO-ებისა და სხვა დასაქმებულების საშუალო ანაზღაურებათა შორის სხვაობა იზრდება: ვებ-საიტ Lensa-ს კვლევის მერე, 100 უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა წლიური ხელფასის მეშვეობით $1,28 მლნ-ით მეტი გამოიმუშავეს, ვიდრე საშუალოსტატისტიკურმა თანამშრომლებმა. Economic Policy Institute-ის (ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრი) მიერ უფრო ადრე გამოქვეყნებული კვლევა მოწმობს, რომ СEO-თა კომპენსაცია 1978 წლის შემდეგ 1322%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საშუალო დასაქმებულთა შემთხვევაში იგივე მაჩვენებელმა 18% შეადგინა.
ყველაზე შესამჩნევი სხვაობით აღმასრულებელ დირექტორსა და სხვა თანამშრომლებს შორის Сoca-cola ლიდერობს - კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 2020 წელს $11 342-ით განისაზღვრებოდა, ხელმძღვანელი ჯეიმს ქუინსის ხელფასი კი $1,6 მლნ-ს უტოლდებოდა (14 007%-ით მეტი). მსგავს სურათს Starbucks-ში, Chipotle-ში, Walmart-სა და Apple-შიც შეხვდებით: მაგალითად, Starbucks-ის დირექტორი კევინ ჯონსონი ყოველთვიური გასამრჯელოს სახით $1,5 მლნ-ს იღებს - 12 617%-ით მეტს, ვიდრე დანარჩენები ($12 113). Сhipotle Mexican Grill-ის თავკაცი ბრაიან ნიკოლი $1,2 მლნ-ს გამოიმუშავებს, რაც სხვა თანამშრომელთა საშუალო შემოსავალს ($14 155) 8378%-ით აღემატება.
ყველაზე მცირე სახელფასო სხვაობით წარმოდგენილ კომპანიათა სიაში, Lensa-ს თანახმად, Berkshire Hathaway და მისი დამფუძნებელი უორენ ბაფეტი ფიგურირებს. გასული წლის მონაცემებით, ბაფეტი თვეში საშუალოდ $100,000-ს იღებდა, მისი თანამშრომლები კი - $68,543-ს. სხვაობა აქ ოდენ 46%-ია.
$15 მლრდ
სამხატვრო გალერეათა აუქციონებზე გაყიდვების მოცულობამ წელს $15 მლრდ შეადგინა, რაც რეკორდია. ეს უმეტესწილად ახალგაზრდა მყიდველთა ენთუზიაზმმა განაპირობა. Сhristie-ს აუქციონზე წლევანდელმა აღებ-მიცემობამ ჯამში $7,1 მლრდ მოიტანა, რაც ბოლო 5 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება Sotheby-ს, მის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების ღირებულებამ $7,3 მლრდ-ს მიაღწია, რაც კომპანიის 277-წლიან ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
აუქციონთა სახლებმა ,,გარდამტეხი მომენტით’’ იხეირეს - ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც - როდესაც პანდემიის დროს ახალი, მილენიალი (თაობა, რომელიც 1981-1996 წლებში დაიბადა - რედ.) კოლექციონერების ტალღა გამოჩნდა. Сhristie ადასტურებს, რომ წლევანდელი შენაძენის ავტორთა 35% წელს გამოფენაზე პირველად იყო, ამათგან მესამედი კი ,,მილენიალთა თაობას’’ მიეკუთვნებოდა. Sotheby-ს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 44%-ს შეადგენდა, Phillips-ისა კი - თითქმის ნახევარს.
Сhristie-ს სავაჭრო წლის მთავარი მოვლენა ყველაზე ძვირადღირებული ნახატი, პაბლო პიკასოს ,,სარკმელთან მჯდარი ქალი’’, იყო, რომელიც $103,4 მლნ-ად გაიყიდა მას შემდეგ, რაც მისი თავდაპირველი შეფასება ($55 მლნ) თითქმის გაორმაგდა. ხელოვნების ნიმუშთა საბროკერო პლატფორმა Artsy აცხადებს, რომ სააუქციონე ბაზრის ღირებულების თითქმის მეოთხედი სულ 6-მდე ფერმწერის ტილოებმა შეადგინა, რომელთაც სათავეში პიკასო ედგა.
ნოემბრის თვეში Сhristie-მ ასევე სულ უფრო პოპულარული NFT-ების (ციფრული ტოკენები) სფეროშიც იაქტიურა, გაყიდა რა ბიპლის ციფრული კოლაჟი ,,ყოველდღიურობა: პირველი 5 ათასი დღე’’ NFT-ს სახით. ნამუშევრის შეძენა $69,3 მლნ დაჯდა. Сhristie-ს ციფრული მატერიალის გაყიდვის გზით დღემდე დაახლ. $150 მლნ აქვს შეგროვებული.
1. ნიუ-იორკის საფონდო ინდექსებმა კვირა ,,მინუსებში დაასრულეს’’
2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3. 2021 - IPO-ების წელი
4. კვირის კალეიდოსკოპი
ნიუ-იორკის საფონდო ინდექსებმა კვირა ,,მინუსებში დაასრულეს’’
აშშ-ს საფონდო ბაზრის ბოლო სავაჭრო დღე არასტაბილურობითა და რყევებით აღინიშნა, რომელსაც ფონად ფედერალური სარეზერვო ბანკის ხისტი მონეტარული სტრატეგია და ,,ომიკრონის’’ გავრცელებით გამოწვეული მღელვარება გასდევდა. გარდა ამისა, წლის ბოლო თვის მესამე პარასკევისთვის მრავალ კონტრაქტს უკვე ვადა ეწურება, რაც ნიშნავს, რომ გადამწყვეტი მოქმედებების დროა. სამივე საფონდო ინდექსი შემცირდა, მათ შორის, Dow - 500 ქულით, S&P 500 კი - 1%-ით.
Dow-ზე წარმოდგენილი 30 კომპანიიდან 5-ის გარდა ყველას აქციები დაეცა. Goldman Sachs (GS) 4%-ით შემცირდა. მისი ბედი სხვა ფინანსურმა ფირმებაც გაიზიარეს. სამაგიეროდ, გაიზარდა FedEx, რომელმაც კარგი კვარტლური ციფრები გამოაქვეყნა (იხ. ქვემოთ). ამასობაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკაში აფეთქებული ,,ომიკრონის’’ შტამის შემთხვევათა რიცხვმა პიკს უკვე მიაღწია, რამაც სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებულ კომპანიებს ახალი ,,სიცოცხლე შთაბერა’’. S&P 500-ის აქციებს Cerner-მა (CERN) ულიდერა, მასთან ასოცირებულ Oracle-ს კი, პირიქით, ყველაზე ცუდი დღე ჰქონდა (იხ. ქვემოთ).
ნავთობის ფიუჩერსები გაიაფდა და ბარელზე $71-იან ნიშნულს ჩამოსცდა. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა ბოლო 2 კვირის მინიმუმზეა, კრიპტოვალუტების უმეტესობა კი გაუფასურდა.
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
СDC-ის რეკომენდაციით, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მოხმარება Johnson & Johnson-ისასთან შედარებით უფრო მიზანშეწონილია. ეს უკანასკნელი იშვიათ, თუმცა სერიოზულ თრომბულ გართულებებს იწვევს - სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი J&J-ის ვაქცინით აცრილ ხალხში იმაზე მაღალია, ვიდრე ეს ადრე მიიჩნეოდა.
Wall Street Journal-ის თანახმად, Oracle მოლაპარაკებებს Сerner-ის შესყიდვის თაობაზე აწარმოებს, რაც მას დაახლ. $30 მლრდ დაუჯდება. გარიგების განხორციელების შემთხვევაში, სამედიცინო ისტორიის ელექტრონული კომპანია Oracle-ის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება.
Rivian-ის (RIVN) აქციები პარასკევს დაეცა, ვინაიდან კომპანიამ 2021 წელს ელექტრომობილების წარმოების პროგნოზები შეამცირა. თავის პირველ კვარტლურ ანგარიშში (მისი საჯარო დებიუტი ნოემბერში შედგა) კომპანიამ განაცხადა, რომ ელექტრომანქანების გამოშვების წინანდელი სავარაუდო მოცულობა (1,200) ამდენიმე ასეული ერთეულით შემცირდება. გარდა ამისა, ფირმამ ჯორჯიას შტატში $5-მილიარდიანი ქარხნის აშენების გეგმაც დააანონსა.
FedEx-ის (FDX) აქციები პარასკევს 6%-ით გაიზარდა, რაც მისი კვარტლური მონაცემების გამოქვეყნებამ განაპირობა: შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლით მან ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადაუსწრო. FedEx-მა ასევე ინვესტორებს აქციების უკუშესყიდვის (buyback) $5-მილიარდი პროგრამა გააცნო და თავის პირვანდელ 2022 წლის პროგნოზებს დაუბრუნდა, რომელთა მოცულობა მან სექტემბერში შეამცირა.
2021 - IPO-ების წელი
2021 IPO-ებისთვის რეკორდული წელია - Renaissance Capital-ის თანახმად, ამ პერიოდში 399 პირველადი საჯარო შეთავაზება გაკეთდა, რამაც ჯამურად $142 მლრდ-ის კაპიტალი მოიზიდა. IPO-ებისთვის ასეთი მოვლენებით დატვირთული და თანხობრივად უხვი წელიწადი 21-ე საუკუნეში ჯერ არ ყოფილა.
თუკი Renaissance-ს ვერწმუნებით, აქედან 27 შეთავაზება $1 მლრდ-ზე მეტი ღირებულებისაა. მათ ელექტრომობილების მწარმოებელი Rivian ლიდერობს, რომლის IPO-მ $12 მლრდ მოიტანა. ეს ყველაზე დიდი ციფრია, რომელიც Alibaba-ს საჯარო დებიუტის (2014) შემდეგ დაფიქსირებულა.
რეკორდული იყო ე.წ. SPAC-IPO-ების რაოდენობაც. SPAC, ანუ სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანია, (special purpose acquisition company) საჯარო დებიუტის მსურველი კერძო ფირმისთვის კორპორატიული გაერთიანებისა და, ამგვარად, საფონდო ლისტინგის კრიტერიუმების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს. SPAC-ებთან დადებული გარიგებების რიცხვმა წელს 604-ს მიაღწია, რომელთა მოზიდულმა კაპიტალმა ჯამში $143 მლრდ შეადგინა. ასევე აღსანიშნავია ,,პირდაპირი ლისტინგის’’ 6 შემთხვევა, როდესაც კომპანიებს ანდერრაიტერის სერვისით არ უსარგებლიათ.
Renaissance აღნიშნავს, რომ საფონდო ლისტინგის დებიუტანტთა უმრავლესობისთვის ვაჭრობის პირველი დღე უარყოფითი ბალანსით დასრულდა. ეს მათ ინერტულ საბაზრო აქტივობაზე მიუთითებს, რის სტაბილიზაციასაც Renaissance გაისად ელოდება - ამ პერიოდში, სავარაუდოდ, შეთავაზებების მზარდი ტალღა უფრო ფრთხილი და ჩაკეტილი ბაზრის წინაშე აღმოჩნდება.
კვირის კალეიდოსკოპი
მიმდინარე სამუშაო კვირა შედარებით ხანმოკლეა, ვინაიდან პარასკევს ბაზრები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ისვენებენ. მანამდე ინვესტორები ბინების გაყიდვის, ხანგრძლივად გამოყენებად პროდუქტებზე არსებული შეკვეთებისა და პერსონალური მოხმარების ნაშთის (PCE) ანგარიშთა მოლოდინში არიან. გარდა ამისა, მიჩიგანის უნივერსიტეტი დეკემბრის თვის სამომხმარებლო განწყობის ინდექსის მონაცემებს გამოაქვეყნებს, რომლის კვლევა წელს ბოლოჯერ ჩატარდება. წინა თვეში ინდექსმა ბევრისთვის გასაკვირად მომხმარებელთა მზარდი ოპტიმიზმი აჩვენა, თუმცა იგი ჯერ კიდევ ათწლეულის მინიმალურ ნიშნულზეა.
ამ კვირაში Nike თავის კვარტლურ მონაცემებს გამოაქვეყნებს - სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის ფირმა შემოსავლების შემცირებას ელოდება, ვინაიდან კორონავირუსის ახალი კერების გაჩენას ვიეტნამსა და ინდონეზიაში მისი ქარხნების დახურვა მოჰყვა. მეორე მხრივ, წინა კვარტალში Nike-მა ანალიტიკოსთა პროგნოზები გააუმჯობესა, ვინაიდან სამომხმარებლო მოთხოვნა კვლავ მაღალი იყო, ციფრული გაყიდვების რიცხვი კი გაიზარდა.
ხუთშაბათს აშშ-ს აღწერის ბიურო ნოემბრის თვეში არსებული ბინების გაყიდვათა მონაცემებს წარმოადგენს. წინასწარი შეფასებებით, წლიური მაჩვენებელი 767,000 ერთეულამდე გაიზრდება. ოქტომბერში ეკონომისტთა პროგნოზებმა გაამართლა - ნაავარაუდევი 800,000-ის ნაცვლად, ოდენ 745,000 გაყიდული საცხოვრებელი მივიღეთ.
ეკონომიკური ანალიზის ბიურო (BEA) ხუთშაბათს პერსონალური დანახარჯისა და შემოსავლების მონაცემებს გამოაქვეყნებს, მასთან ერთად კი პერსონალური მოხმარების ნაშთის ინდექსისა და ხანგრძლივად მოხმარებად პროდუქტებზე არსებულ შეკვეთათა ანგარიშს, რომელიც ნოემბრის თვის სურათს წარმოგვიდგენს. ოქტომბერში ინდექსი 0,6%-ით გაიზარდა, რაც აპრილის მერე ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო.

4. ინფლაციის პოლიტიკა: სხვადასხვა ბანკის სხვადასხვა ხედვა
აშშ-ს საფონდო ბაზრის საერთო ვარდნა
აშშ-ის საფონდო ბაზარზე აქციების რბოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან ფედერალური სარეზერვო ბანკის განცხადება დრაივერის სახით ,,ომიკრონის’’ შტამის გავრცელების სიახლეებმა მალევე ჩაანაცვლა. საფონდო ინდექსებმა პოზიციები დათმეს, ინვესტორებმა კი ფული აქციებიდან ამოიღეს და ადგილი შედარებით უსაფრთხო ობლიგაციებში მიუჩინეს. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 1,42%-მდე დაეცა.
განსაკუთრებულად ტექნოლოგიურმა სექტორმა იზარალა, Nasdaq კი 2,5%-ით დაეცა. Apple-ის (AAPL) აქციები 4%-ით შემცირდა, წინა დღის ,,გამარჯვებული’’ ჩიპების მწარმოებლები კი ამჯერად S&P 500-ის ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის მოხვდნენ. Adobe-ის (ADBE) აქციები 10%-ით დაეცა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის მიერ მოსალოდნელზე უარესმა კორპორატიულმა პროგნოზებმა გამოიწვია. Tesla (TSLA) 5%-ით შემცირდა.
Newmont Corporation (NEM) და სხვა სამთო-მომპოვებელმა კომპანიებმა ლითონების, მათ შორის, ოქროსა და ვერცხლის ფასების ზრდის შედეგად პოზიციები გაიმყარეს. Accenture-ის (ACN) აქციებმა ძლიერი კვარტლური ანგარიშს გამოქვეყნების შემდეგ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწიეს.
ნავთობის ფიუჩერსები 72 დოლარი ღირს (1 ბარელი), მსხვილმა კრიპტოვალუტებმა კი სესია კარგად დაიწყეს, თუმცა დღის განმავლობაში მათი კურსი შედარებით დაეცა.
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა საოფისე რეჟიმში მუშაობაზე დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადადო. თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ოფისში დაბრუნების თარიღი ,,ჯერ განსაზღვრული არ არის’’, თანამშრომლები კი 1000 დოლარს მიიღებენ, რაც შეიძლება ,,საჭირო გამოდგეს სახლიდან მუშაობისთვის’’. Visa-ს (V) ბორდმა კომპანიის $12-მილიარდიანი აქციების უკუშესყიდვის (buyback) გეგმა დაამტკიცა. მთლიანობაში Visa-სთვის გამოსყიდვის უკუშესყიდვის ჯამური თანხა (წინა გეგმის ჩათვლით) ამჟამად $13.2 მლრდ-ს უდრის. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი როკ-მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი მთელ თავის მუსიკალურ კატალოგს ყიდის. მას Sony Music $500 მლნ-ად შეიძენს. კატალოგში შედის ,,პლატინის კატეგორიაში’’ 15-ჯერ შეყვანილი ალბომი ,,Born in the U.S.A.’’ და 5-ჯერ შეყვანილი ,,The River’’.
ელექტრომობილების სტარტაპი Rivian Automotive, რომელსაც ფინანსურად მხარს Amazon უჭერს, ნოემბრის IPO-ს შემდეგ კვარტლურ შედეგებს პირველად აქვეყნებს - გაყიდვებმა $1 მლნ მოიტანა, ზარალმა კი $1,23 მლრდ შეადგინა. საფონდო ლისტინგში ჩართვის პირველი 5 დღის განმავლობაში Rivian-ის კაპიტალიზაცია თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდებოდა, თუმცა შემდგომ მაღალმა ოპერატიულმა ხარჯებმა მოგების დანაკარგებით ჩანაცვლება განაპირობა. Rivian-ის აქციები მისი ლისტინგის პირველი დღის მერე 8%-ითაა შემცირებული.
Reddit-ის IPO?
სოციალური მედიაპლატფორმა Reddit, რომელიც შიდადღიური ვაჭრობის მთავარ ფორუმს წარმოადგენს, საჯარო კომპანიად გახდომას აპირებს. მისი განცხადებით, აშშ-ს ფასიანი ქაღალდისა და ვაჭრობის კომისიას (SEC) პირველადი საჯარო შეთავაზების განაცხადი კონფიდენციალურად წარუდგინა.
Reddit 2005 წელს სტივ ჰაფმანმა და ალექსის ოჰანიანმა დააარსეს. ამა წლის დასაწყისში იგი $10 მლრდ ღირდა - თანხის ამ ნიშნულზე იგი კერძო ფანდრეიზინგის მეშვეობით ავიდა. სექტემბერში კომპანია იმედოვნებდა, რომ მალე $15 მლრდ-ზე მეტად შეფასდებოდა, რა დროსაც IPO-სთვის ნიადაგი მზად იქნებოდა.
ოქტომბრის მონაცემებით, Reddit დაახლოებით 52 მლნ ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელს, 100,000-ზე მეტ ჯგუფს და ქვეფორუმს ითვლის ოქტომბრის მონაცემებით. კომპანია 2021 წლის იანვარში თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიზარდა - ამ პერიოდში საცალო ინვესტორები მის მესიჯ-პლატფორმას მიაწყდნენ, რამაც GameStop-ის (GME) გახმაურებულ ამბავსა და ე.წ. ,,მიმური აქციების’’ ბუმს დაუდო სათავე.
Reddit-მა მე-2 კვარტალში $100 მლნ-ის ოდენობის სარეკლამო შემოსავლების შესახებ განაცხადა, რაც წინა წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატებოდა.
კომპანიას არ დაუზუსტებია, რამდენ აქციას გამოიტანს იგი IPO-ზე, ან რამხელა იქნება შეთავაზების ფასობრივი დიაპაზონი. Reddit-ის უმსხვილესი ინვესტორებს შორის არიან: Fidelity Investments, Andreessen Horowitz, Sequoia Capital და Tencent Holdings. ახალ წლამდე ოფერის განხორციელების შემთხვევაში სავაჭრო ფორუმი წლევანდელი IPO-ს ისეთ ავტორებს შეუერთდება, როგორებიც Robinhood Markets, Coupang და Coinbase Global არიან.
ინფლაციის პოლიტიკა: სხვადასხვა ბანკის სხვადასხვა ხედვა
ორმა ყველაზე მსხვილმა ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა გამძაფრებული ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული კონცეფციები წარმოადგინა - ეს მოხდა ერთი დღით გვიან მას შემდეგ, რაც აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე არაორაზროვნად მიუთთა.
ინგლისის ბანკი (BOE) პირველი დიდი ცენტრალური ბანკია, რომელმაც პროცენტული განაკვეთები პანდემიის დაწყების შემდეგ 15 საბაზისო პუნქტით, 0,25%-მდე გაზარდა. ბევრისთვის მოულოდნელი ნაბიჯი მაშინ ,,უფრო მდგრადი’’ ინფლაციის მოსაზრებით გადაიდგა. BOE-ს მეთაური ენდრიუ ბეილი ამბობდა, რომ ამგვარად პოლიტიკოსები ინფლაციის ზრდის ნიშნებს საშუალოვადიან პერსპექტივაში ხედავენ, რაც მათ მოქმედებას აიძულებს. BOE-მ ამ დროსვე მიუთითა, რომ აპრილისთვის ინფლაცია შეიძლება 6%-მდე გაიზარდოს.
იმავდროულად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) თავისი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა. ამასთან, მოქმედი ეკონომიკური სტიმულირების გეგმის ვადა იწურება, ის კი ევროზონის 19 ქვეყნის ეკონომიკათა მხარდასაჭერად ახალ პროგრამებზე მუშაობს. ECB-ის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადება ბანკის პოზიციას ცხადყოფს: ინფლაცია ერთხან მაღალ ნიშნულზე დარჩება, შემდეგ კი კლებას დაიწყებს, რაც 2022 წლის ბოლომდე ასეც გაგრძელდება. ლაგარდმა დასძინა, რომ 2022 წელს ECB-ს მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდის საფუძველი ამ დროისთვის სავარაუდო არ არის.
როგორც ცნობილია, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა განაცხადა, რომ ფასების მატების გამო ის ობლიგაციების შესყიდვის საკუთარი პროგრამის შემცირებას დააჩქარებს და მომავალი წლიდან სამი პროცენტული განაკვეთის ცვლილებას აპირებს.