დეკემბერი 16, 2021
ინვესტიცია განახლებადი ენერგიის ფონდში
განახლებადი ენერგია, რომელსაც ხშირად “სუფთა ენერგიად” მოიხსენიებენ, მოდის ბუნებრივი წყაროებიდან ან პროცესებიდან, რომლთა მარაგებიც ამოუწურავია. მაგალითად, მზე ან ქარი გამოიმუშავებს ენერგიას, მაშინაც კი, თუ მათი არსებობა დამოკიდებულია დროსა და ამინდზე.
ახლა, როდესაც ჩვენ სულ უფრო ინოვაციური და ნაკლებად ხარჯიანი გზები გვაქვს განახლებადი ენერგიის (მზის, ქარის, ოკეანის ტალღების და ა.შ) მოსახმარად, დროდადრო იგი უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითოეული ადამიანისა თუ სახელმწიფოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი გზების მოძიება, ნებისმიერ სექტორში, რომელიც ნაკლებ ხარჯიანი და უფრო ეფექტური იქნება.
რადგან განახლებადი ენერგიის მოხმარება განაგრძობს ზრდას, ძირითადი მიზანი მსოფლიო ელექტროენერგიის მოდერნიზაციაა (რამდენიმე ქვეყანაში განახლებად ენერგიას უკვე ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების დიდი წილი უჭირავს, აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნები იხ. სურათი 1, და დიდი შვიდეულის ქვეყნები, რომლებიც განვითარებას განახლებად ენერგიაში ხედავენ და ანაცვლებენ ალტერნატიულ ენერიას “სუფთა ენერგიით” იხ. სურათი 2.), რაც გახდება უფრო ჭკვიანი, უსაფრთხო და უკეთ ინტეგრირებული რეგიონებში.
დამატებითი პოტენციალი სუფთა ენერგიის ინდუსტრიისთვის
ამერიკაში განახლებადი ენერგიის სექტორი ნელ-ნელა ფეხს იდგამს და სულ უფრო დიდი ხელშეწყობით სარგებლობს მთავრობისგან. როგორც მოგეხსენებათ, ამ ინდუსტრიის განვითარება მიმდინარე პოლიტიკურ კამპანიასაც წარმოადგენს, აშშ-ს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის, მთავარი პოლიტიკური იარაღი განახლებად ენერგიაში 2 ტრილიონი დოლარის ინვესტირებაა: მილიონობით მზის პანელი, ათიათასობით ქარის ტურბინა 2035 წლისთვის 100 პროცენტით ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროენერგიის მისაღწევად, ბაიდენი გეგმავს პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში „სუფთა ენერგიაში“ გადასახადების შემცირებას, მზის პანელების, ხმელეთისა და საზღვაო ქარის ტურბინების დასაყენებლად.
განახლებადი ენერგიის ბაზარი
”განახლებადი ენერგია” გამოსავალია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, ისევე როგორც მათთვის, ვინც ცდილობს შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი, გაზარდოს ენერგია, შეამციროს ჰაერის დაბინძურება და გააუმჯობესოს უსაფრთხოება.”.
აშშ–ში დამონტაჟებულია 85 გეგავატზე (GW) მეტი მზის პანელი, რაც გამოიმუშავებს 16 მილიონზე მეტი სახლის ელექტრონენერგიით უზრუნველყოფისთვის საჭირო ენერგიას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აშშ–ში განახლებადი ენერგიის ბაზარი ყოველწლიურად 49%–ით იზრდება. აშშ–ში 2,5 მილიონზე მეტი ინდივიდუალური მზის დანადგარია, დაწყებული მცირე ზომის სახლის სახურავიდან, დამთავრებული მსხვილი სისტემური ხელწასყოებით, რომლებიც ათასობით მეგავატი ენერგიით ამარაგებენ სიმძლავრის წყაროებს (Power Grid).
2024 წლამდე ჩინეთი აპირებს დაარეგისტრიროს, მსოფლიოში ყველაზე დიდი საცხოვრებელი ადგილის მზის პანელი, რომელიც რეკორდულ ენერგიას გამოიმუშავებს განახლებადი ენერგიის მოსალოდნელი ზრდის დინამიკა 2040 წლამდე იხ სურათი 3.