საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მარტი 11, 2022

ხუთშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

11 მარტი, 2022

1. აშშ-ში ინფლაცია 40-წლიან რეკორდულ ნიშნულს აღწევს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. McDonald’s რუსეთის ბაზრის დატოვებით თვეში $50 მლნ-ს კარგავს

4. რუსეთი სანქციებს ექსპორტის აკრძალვით პასუხობს

 

აშშ-ში ინფლაცია 40-წლიან რეკორდულ ნიშნულს აღწევს

აშშ-ის საფონდო ბაზარმა წინა სესიაზე მოწყობილი რბოლის შემდეგ პოზიციები დათმო - შრომის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სამომხმარებლო ინფლაციის ინდექსმა გასულ თვეში ზრდა სწრაფი ტემპით განაგრძო და ამ მხრივ ბოლო ოთხი ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია.

ამან ტექნოლოგიური აქციები განსაკუთრებით დააზარალა, ვინაიდან ძლიერმა ინფლაციამ 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა გაზარდა (2,0%), 30-წლიანი ობლიგაციების მაჩვენებელმა კი 2021 წლის მაისის შემდეგ უმაღლეს დონემდე მოიმატა. შედეგად, რისკიანობით ცნობილი ეს სექტორი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი იყო. Apple-ისა (AAPL) და Tesla-ს (TSLA) აქციები 2%-ით დაეცა. 

ამით დიდად არც საფინანსო კომპანიებს უხეირიათ - Goldman Sachs (GS) და JPMorgan Chase (JPM) ფირმების იმ მზარდ სიას შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინაში ინტერვენციის საპასუხოდ რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ. შედეგად, მათი აქციები შემცირდა. 

ნავთობის ფიუჩერსის ფასმა სესიის დასაწყისში მოიმატა, თუმცა საბოლოოდ 2%-ით გაუფასურდა. ამის მიუხედავად, მოწოდებებმა აშშ-ს შიდა წარმოების შესახებ გაზრდის შესახებ ენერგეტიკული სექტორის დინამიკა დადებითად წარმართა. ნავთობპროდუქტების მომსახურების პროვაიდერები, Halliburton (HAL) და Baker Hughes (BKR), S&P 500-ის ყველაზე წარმატებულ აქციებს შორის მოხვდნენ. 

Bitcoin-ის ფასი $40,000-ის ნიშნულზე დაბლა ჩამოვიდა. ანალოგიურად, სხვა მსხვილი კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც შემცირდა.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • Roundup-ის მფლობელი Bayer პესტიციდების ბიზნესს $2,6 მლრდ-ად გაყიდის. გერმანული კომპანიის ეს უახლესი ნაბიჯი მისი ვალის შემცირებას ემსახურება, ვინაიდან იგი Monsanto-სთან დაკავშირებით სასამართლო დავის პროცესშია.

  • Twitter კომპანიებს საშუალებას მისცემს, თავიანთ პროფილებზე გასაყიდად 50-მდე პროდუქტი წარმოადგინონ. ამ ექსპერიმენტით მას სურს, სოციალური მედიის კომერციის სფეროში (მთლიანი კაპიტალი - $45 მლრდ) ჩაერთოს. Twitter Shop-ის ბეტა-ტესტი iPhone აპლიკაციის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

  • General Electric (GE) 2022 წლის ,,ინვესტორების დღეს’’ მასპინძლობს: მისი აქციების ვარდნამ გასული წლის განმავლობაში 18% შეადგინა, აღმასრულებელი დირექტორი ლარი კულპი კი ამ ფონზე კომპანიის პერსპექტივება და სამრეწველო კონგლომერატებისთვის პოზიციის დაბრუნების გეგმებს განიხილავს.
  • Starbucks-ის კიდევ სამმა ფილიალმა ბუფალოში (შტ. ნიუ-იორკი) უნიონიზაციას მხარი დაუჭირა. ამრიგად, Starbucks-ში პირველი პროფკავშირის შექმნის მომხრე უკვე  6 რესტორანია, წინ კი კიდევ 100-ზე მეტ სხვა ფილიალში ჩასატარებელი კენჭისყრაა.

  • United Airlines დაუშვებს აუცრელ თანამშრომლებს თვის ბოლოს ოფისებში დაბრუნების ნებას რთავს - ეს ნაბიჯი კომპანიის არავაქცინირებულ, ანაზღაურებად მუშაკებს საშუალებას მისცემს, რელიგიურ ან სამედიცინო საფუძველზე არსებულ გამონაკლისთა მიზეზით სამსახურში სიარული განაახლონ. 

McDonald’s რუსეთის ბაზრის დატოვებით თვეში $50 მლნ-ს კარგავს

McDonald’s-ს რუსეთში მდებარე თავისი 847 ფილიალის დახურვის გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირი უჯდება - იგი შემოსავლის სახით თვეში $50 მლნ-ს, ანუ თითო აქციაზე დაახლოებით 5-6 ცენტს კარგავს.

კომპანიის მთავარმა ფინანსურმა დირექტორი სიტუაციას ,,კომპლექსურს’’ და ,,ნამდვილ გამოწვევას’’ უწოდებს. McDonald’s, რომელიც ადგილობრივი რესტორნების 84%-ს განკარგავს, ხაზს უსვამს, რომ იქ მომუშავე 62,000 პერსონალი და სხვა თანამშრომლები ანაზღაურებებს კვლავ მიიღებენ. 

ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც რუსეთში McDonald’sი-სა და სხვა ამერიკული ბრენდების წინააღმდეგ ბოიკოტის გამოცხადების შესახებ მოწოდებები გაისმა. ნიუ-იორკის შტატის ,,საერთო საპენსიო ფონდმა’’ (,,Common Retirement Fund’’ - ერთ-ერთი უმსხვილესი საპენსიო ფონდი აშშ-ში) კომპანია გააფრთხილა, რომ იგი ,,მნიშვნელოვნად მზარდი სამართლებრივი, ოპერაციული და რეპუტაციული რისკის’’ ქვეშ დგებოდა, თუ იგი აქ მუშაობას განაგრძობდა.

McDonald’s ასევე უკრაინაში მდებარე 108 რესტორნის 100% ეკუთვნის. რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ერთობლივი ოპერაციები კომპანიის სისტემური გაყიდვების დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. მათზე მოდიოდა მისი შემოსავლის დაახლოებით 9%, გასულ წელს კი - საოპერაციო შემოსავლის თითქმის 3%.

10 მარტს აშშ-ს საფონდო აქციების მიერ მოწყობილი რბოლის მიუხედავად, McDonald’s-მა (MCD) მცირე დანაკარგები ნახა და სესია $222-იან ნიშნულზე დახურა. მისი აქციების ვარდნამ წელს უკვე 16% შეადგინა.

რუსეთი სანქციებს ექსპორტის აკრძალვით პასუხობს

რუსეთი წლის ბოლომდე ზოგიერთი პროდუქტის უცხოეთიდან შემოტანას ზღუდავს - ეს ნაბიჯი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციებისთვის ,,სიმეტრიული’’ პასუხის გაცემას ითვალისწინებს. ამ ბრძანებულებას, რომელშიც 200-ზე მეტი დასახელების საქონელი (ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო, სამედიცინო და ელექტრონული აღჭურვილობები, ასევე მანქანები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა) შედის, ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. „ეს ღონისძიება აუცილებელია რუსეთის ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

აშშ და ევროკავშირის ქვეყნები იმ 48 სახელმწიფოს შორის ხვდებიან, რომლებიდანაც პროდუქციის შემოტანა იკრძალება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გამონაკლისები შეიძლება დაშვებული იყოს ზოგიერთი რეგიონისთვის, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრებისთვის.

რუსეთი ასევე უცხოური ბიზნესის აქტივების ნაციონალიზაციით იმუქრება - ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ქვეყანას უკრაინაში ინტერვენციის გამო ტოვებენ, ამ ბაზარზე დამკვიდრებაში ამიერიდან უკვე სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.