საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მარტი 11, 2022

ტექნიკური ანალიზი 11.03.22

USD \ CAD \ D1 - წყვილის ფასი შემცირდა პროგნოზში მითითებული წინაღობის დონიდან. კერძოდ, 1,2900 ნიშნულიდან. მიმდინარე ფასი შეადგენს 1,2771 ნიშნულს. შუალედური შედეგი დაღმასვლისა შეადგენს +150 პუნქტს. დიდი ალბათობით, დაღმასვლა გაგრძელდება, პირველრიგში, მხარდამჭერ დონემდე, 1,2670 ნიშნულთან. მეორე მხარდამჭერი დონეა 1,2600 ნიშნული. დაღმასვლას ხელს უწყობს კანადური დოლარის გამყარება გაძვირებული ნავთობის ფონზე. ნავთობს კი აძვირებს ამერიკის მიერ დადებული ემბარგო რუსულ ნავთობზე, რაც ქმნის დეფიციტს ნავთობის ბაზარზე. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ძვირდება ნავთობი. რაც უფრო გაგრძელდება საომარო მოქმედებები მით უფრო იქნება მაღალი ალბათობა ნავთობის გაძვირების. შესაბამისად, აშშ დოლარი კანადურ დოლართან მიმართებაში, დიდი ალბათობით, მიაღწევს 1,2600 ნიშნულს საშუალო ვადიან პერსპექტივაში. აქტუალური წინაღობის დონე 1,2800 ნიშნულზეა.