მარტი 09, 2022
ტექნიკური ანალიზი 08.03.22
GBP \ USD \ W1 - წყვილი განაგრძობს დაღმასვლას. ბოლო პროგნოზიდან ფუნტმა იმოძრავა +185 პუნქტი ქვემოთ. მიმდინარე ფასი შეადგენს 1,3110 ნიშნულს. მინიმუმი იყო 1,3081 ნიშნულზე. დიდი ალბათობით, დაღმასვლა გაგრძელდება. სამიზნეა 1,2920 ნიშნული. ახალი წინაღობის დონეა 1,1360 ნიშნული, რომელიც აქამდე მხარდაჭერის დონედ ითვლებოდა. მუვინგები, რომლებიც იმყოფებიან 1,3400 ნიშნულთან ემზადებიან გადაკვეთისთვის. ეს იქნება დამატებითი ფაქტორი დაღმასვლისა. საუბარია 21-იან და 100-იან მცოცავებზე. დიდი მუვინგის გადაკვეთა გამოიწვევს დიდ მოძრაობას. მაგრამ მანამდე საჭიროა ფასის დასტაბილურება კორექციული აღმასვლის ფარგლებში. წყვილის მიმდინარე ფასი შევიდა კონვერგენციის ზონაში. მოსალოდნელია კორექციული აღმასვლა. ხოლო გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია დაღმასვლა. პროგნოზის ალბათობა მაღალია.
წინა სცენარის შედეგია +555 პუნქტი. ხოლო 2 მარტის პროგნოზის შუალედური შედეგი +185 პუნქტს შეადენს.