მარტი 07, 2022
ტექნიკური ანალიზი 07.03.22
EUR \ USD \ W1 - დაღმასვლის პროცესში ევრომ მიაღწია მინიმუმს 1,0821 ნიშნულთან. მიმდინარე ფასი შეადგენს 1,0885 ნიშნულს. კვირიან გრაფიკზე აღინიშნება კონვერგენცია. კონვერგენციის გააქტიურების წერტილია მხარდამჭერი 1,0800 ნიშნული. მოსალოდნელი აღმასვლის მიზანია 1,0980 და 1,1110 ნიშნულები.
ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური ამბები. კერძოდ, ომი უკრაინაში. ეს ფაქტორი ქმნის შეფერხებას ევროს გამყარების გზაზე. ასევე ამერიკის ზრდადი დასაქმების მაჩვენებელი ხელს უწყობს აშშ დოლარის გამყარებას. ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით კონვერგენციის ფარგლებში მოსალოდნელია კორექციული აღმასვლა დაღმავალ ტრენდულ არხში.
10 და 11 მარტს გაიმართება ევროსამიტი. სავარაუდოდ, განიხილება პოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში და ეკონომიკური სიტუაცია ევროპაში. დიდი ალბათობით, სამიტი ხელს შეუწყობს ევროს დროებით გამყარებას თუ პროგნოზები არ იქნება პესიმისტური.